fbpx

ვაკანსია – გაყიდვების მენეჯერი

კომპანია “ლეალტორი“ კვლავ იზრდება და აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

Lealtor არის უძრავი ქონების სააგენტო. ჩვენი მისიაა დავეხმაროთ კლიენტებს უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვის პროცესში. ვთავაზობთ პროფესიონალურ მომსახურებას, ინდივიდუალურ კონსულტაციას და ვეხმარებით კლიენტებს სწორი გადაწყვეტილების მიღებაში. შემოგვიერთდით ჩვენს გუნდში და გახდით ჩვენი წარმატების ნაწილი!

ჩვენ ექსკლუზიურად ვთანამშრომლობთ დეველოპერულ კომპანიასთან რომელიც მიმდინარედ აშენებს და ყიდის ვილებს, რომელმაც უკვე გაყიდა ვილების 50%. ჩვენ კი ვეძებთ მოტივირებულ და გაყიდვებზე ორიენტირებულ ადამიანს რომელიც ფოკუსირებული და პასუხისმგებელი იქნება მხოლოდ ამ პროექტზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი, მერაბ კოსტავა 14. სასტუმრო სტამბას ქო-ვორქინგ სივრცე;
სამუშაო დრო: სრული განაკვეთი, ორშაბათი-პარასკევი 10:00-19:00 სთ;
ანაზღაურება: ფიქსირებულს + ბონუსი;

სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** აუცილებელია 2 წლიანი გამოცდილება უძრავი ქონების გაყიდვების სფეროში. (სასურველია ვილების მიმართულებით)
** უცხო ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
** CRM პროგრამაში მუშაობის გამოცდილება;

ძირითადი მოვალეობები:
** პროექტის შესახებ ინფორმაციის შესწავლა;
** პოტენციურ კლიენტებთან სატელეფონო ზარების განხორციელება;
** პოტენციურ კლიენტებთან მოლაპარაკებების წარმოება და შეხვედრების ჩატარება;
** კლიენტებისთვის პრეზენტაციის წარდგენა;
** გაყიდვების პროცესის სრული ციკლის მართვა, პრეზენტაციის წარდგენიდან ვილის შეძენამდე;
** პოტენციურ კლიენტებთან უწყვეტი კომუნიკაციის შენარჩუნება;
** საჭიროების შემთხვევაში კორპორატიული შეთავაზებების მომზადება;
** მარკეტინგული აქტივობების შედეგად მოზიდული ლიდების დამუშავება CRM-ში;
** მარკეტინგის მენეჯერთან ერთად ჩართულობა მარკეტინგული აქტივობების დაგეგმვისას;

ჩვენი კომპანია გთავაზობთ:

** მარკეტინგისთვის გამოყოფილი დიდი ბიუჯეტი;
** იურიდიული და ბუღალტრული მხარდაჭერა;
** პროფესიონალებით დაკომპლექტებული გუნდი და მეგობრული გარემო;
** კომფორტული სამუშაო სივრცე;
** კარიერული ზრდისა და პიროვნული განვითარების შესაძლებლობა;
** მაღალანაზღაურებადი საბონუსე სისტემა;
** ულიმიტო სასაუბრო დრო და მობილური ინტერნეტი;

თუ გაქვს ინტერესი გაყიდვების მიმართულებით , გაქვთ სურვილი გქონდეთ მაღალი ანაზღაურება და გიყვართ ადამიანებთან კომუნიკაცია გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: [email protected] წერილის თემაში (subject) მიუთითეთ თქვენს მიერ არჩეული ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.

კომპანია „ლეალტორი” მადლობას გიხდით ვაკანტური პოზიციით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!

გაცნობებთ, რომ ჩვენს ვაკანსიაზე თქვენი მონაცემების გამოგზავნით, “პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, აცხადებთ თანხმობას რომ შპს “ლეალტორმა“ დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები ვაკანსიასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით. ამასთან, თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შეიძლება განხილულ იქნას სხვა ვაკანტური პოზიციისთვის. თქვენი რეზიუმე შესაძლოა შენახული იქნას 1 წლის განმავლობაში.

Compare listings

Compare
en_USEnglish