აპრილში ბათუმში 1 263 ბინა გაიყიდა – როგორია მ²-ს საშუალო ფასი ახალ და ძველ ბინებში?

2024 წლის აპრილში ბათუმში 1 263 ბინა გაიყიდა, რაც წლიურად 7%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. Colliers Georgia-ს მიერ განახლებული უძრავი ქონების ბაზრის მიმოხილვის მიხედვით, ბაზრის ზომა კი 26%-ით გაიზარდა და 67 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.

„ბათუმში 2024 წლის აპრილში ახალაშენებული ბინების ტრანზაქციების რაოდენობა 7%-ით გაიზარდა, ძველი ბინების შემთხვევაში კი 9%-იანი ზრდა დაფიქსირდა.

ამასთან, ახალაშენებული ბინების საშუალო შეწონილი ფასი 12%-ით გაიზარდა და კვ.მ-ზე 1,155 აშშ დოლარი შეადგინა. ძველი ბინების შემთხვევაში კი მაჩვენებელი 1%-ით, 682 აშშ დოლარამდე შემცირდა”, – აღნიშნულია მიმოხილვაში.

წყარო: Business Media Georgia

Compare listings

Compare
ka_GEGeorgian