fbpx

ვაკანსია – უძრავი ქონების აგენტი

კომპანია “ლეალტორი“ კვლავ იზრდება და აცხადებს ვაკანსიას უძრავი ქონების აგენტის პოზიციაზე.

კომპანია Lealtor არის წამყვანი მაღალტექნოლოგიური უძრავი ქონების სააგენტო საქართველოში. ჩვენი გამოცდილი გუნდისა და ინოვაციური პლატფორმების დახმარებით ვქმნით ყველა იმ ბერკეტს, რომელიც საჭიროა შედეგების მარტივად და სწრაფად მისაღწევად. სააგენტოს მომსახურება მოიცავს როგორც უძრავი ქონების ყიდვას, გაყიდვას, ქირავნობას, ასევე ამ პროცესის სწორად წარმართვისთვის დახმარებას.
ჩვენი მიზანია უძრავი ქონების ინდუსტრიაში გავზარდოთ სტანდარტები და მომხმარებელს შევთავაზოთ ხარისხიანი მომსახურება, რადგან ჩვენი გუნდი ორიენტირებულია პროფესიონალიზმზე, მუდმივ განვითარებასა და ინოვაციურ მიდგომებზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი, მერაბ კოსტავა 14. სასტუმრო სტამბას ქო-ვორქინგ სივრცე;
სამუშაო დრო: სრული განაკვეთი, ორშაბათი-პარასკევი 10:00-19:00 სთ;

სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** 2-3 წლიანი გამოცდილება მსგავს პოზიციაზე;
** უცხო ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;

ძირითადი მოვალეობები:

** პოტენციურ და უკვე არსებულ კლიენტებთან კომუნიკაცია;
** კლიენტების საჭიროებების დადგენა და შესაბამისი შეთავაზების მომზადება;
** ჩვენ პარტნიორ დეველოპერულ კომპანიებსა და მომხამრებელს შორის მოლაპარაკების წარმოება;
** ობიექტზე ვიზიტის ორგანიზება;
** უძრავი ქონების მონაცემთა ბაზების გაფართოება;
** გასაყიდი/გასაქირავებელი უძრავი ქონების მოძიება;
** მოძიებული ქონების საიტებზე განთავსება;
** ინდივიდუალური ბაზის შექმნა და დამუშავება;

ჩვენი კომპანია გთავაზობთ:

** კომპანიის მაღალ მარკეტინგულ ბიუჯეტს მომხამრებლის მოსაზიდად;
** წვდომას უძრავი ქონების აგენტების ფართო აუდიტორიაზე;
** მარკეტინგისთვის გამოყოფილი დიდი ბიუჯეტი თითოეული აგენტისთვის;
** იურიდიული და ბუღალტრული მხარდაჭერა;
** პროფესიონალებით დაკომპლექტებული გუნდი და მეგობრული გარემო;
** კომფორტული სამუშაო სივრცე;
** კარიერული ზრდისა და პიროვნული განვითარების შესაძლებლობა;
** მაღალანაზღაურებადი საბონუსე სისტემა;
** ულიმიტო სასაუბრო დრო და მობილური ინტერნეტი;
** მუნიციპალური ტრანსპორტის ულიმიტო ბარათი;
** თითოეული აგენტისთვის ინდივიდუალური ლეპტოპი;

თუ გაქვს ინტერესი გაყიდვების მიმართულებით , გაქვთ სურვილი გქონდეთ მაღალი ანაზღაურება და გიყვართ ადამიანებთან კომუნიკაცია გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: [email protected] წერილის თემაში (subject) მიუთითეთ თქვენს მიერ არჩეული ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.

კომპანია „ლეალტორი” მადლობას გიხდით ვაკანტური პოზიციით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!

გაცნობებთ, რომ ჩვენს ვაკანსიაზე თქვენი მონაცემების გამოგზავნით, “პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, აცხადებთ თანხმობას რომ შპს “ლეალტორმა“ დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები ვაკანსიასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით. ამასთან, თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შეიძლება განხილულ იქნას სხვა ვაკანტური პოზიციისთვის. თქვენი რეზიუმე შესაძლოა შენახული იქნას 1 წლის განმავლობაში.

Compare listings

Compare
ka_GEGeorgian