ᲗᲑᲘᲚᲘᲡᲘ
ტრანზაქციების რაოდენობა და ბაზრის ზომა
2024 წლის იანვარში თბილისში საცხოვრებელი ბინების ტრანზაქციების რაოდენობამ 3,151 ერთეული შეადგინა და წინა წლის იანვართან შედარებით 5%-ით გაიზარდა. ახალი პროექტების შემთხვევაში მოთხოვნა 12%-ითაა გაზრდილი, ძველ პროექტებში კი 12%-იანი კლება ფიქსირდება.
ბაზრის ზომა 11%-ით, 197 მილიონ აშშ დოლარამდე გაიზარდა.
საშუალო შეწონილი ფასი
2024 წლის იანვარში თბილისის გარეუბნებში ახალაშენებული ბინების საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი 2023 წლის იანვართან შედარებით 8%-ით გაიზარდა, ფართო ცენტრსა და ქალაქის ცენტრში კი 2%-ით შემცირდა.
ᲑᲐᲗᲣᲛᲘ
ტრანზაქციების რაოდენობა და ბაზრის ზომა
2024 წლის იანვარში ბათუმში საცხოვრებელი ბინების ტრანზაქციების რაოდენობამ 1,069 ერთეული შეადგინა და წინა წლის იანვართან შედარებით 22%-ით შემცირდა. ახალაშენებული ბინების შემთხვევაში მოთხოვნა 17%-ით, ძველ ბინებზე კი 49%-ით შემცირდა.
ბაზრის ზომა 20%-ით, 46 მილიონ აშშ დოლარამდეა შემცირებული.
წყარო: კოლიერს თბილისი